четверг, 28 июля 2016 г.

მოულოდნელი წარმატება

2015 წლის 20-22 ნოემბერს თბილისში ჩატარდა საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მე-2 კონფერენცია, სადაც წარვადგინეთ თემა: "ვიკიპედია სასწავლო პროცესში".  როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოხსენების ავტორს, კონფერენციის ორგანიზატორებისაგან  საჩუქრად გადმომეცა პლანშეტური კომპიუტერი და 200-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი ლიბერთი-ბანკისგან.
დამატებითი მასალები შეგიძლიათ იხილთ აქ. 
წარმოდგენილი თემა:  ვიკიპედია სასწავლო პროცესში


=================================

суббота, 3 января 2015 г.

”უნივერსიტეტი სკოლას, სკოლა უნივერსიტეტს”

2014 წლის 5-6 დეკემბერს კონფერენცია ჩატარადა რუსთავის მე-12 საჯარო სკოლაში. ის იყო რესპუბლიკური მასშტაბის ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი გახლდათ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ  პედაგოგიკის ინსტიტუტი.  ამ დღეს სკოლას დიდი სტუმრიანობა ჰქონდა. გახსნის ცერემონიალზე სკოლას ეწვია საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ თსუ რექტორი, ბატონი ლადო პაპავა, მასწავლებელთა  სახლის დირექტორი, ბატონი გიორგი მაჩაბელი, უნივერსიტეტის საუკეთესო პროფესურა.  ჩემს მიერ წარმოდგენილი თემა აღნიშნულ კონფერენციაზე იყო:  ”ვიკიპედია სასწავლო პროცესში”.  რომელიც ეხება იმას თუ როგორ შეიძლება ამ პროგრამის გამოყენება სასწავლო პროცესში. რა დადებითი და უარყოფითი შედეგები აქვს მას. რა უნარებს განუვითარებს იგი მოსწავლეებს და რა ცოდნას შეიძენენ ბავშვები...

ჩვენი საკონფერენციო თემა თსუ ელექტრონულ ჟურნალში
ჩვენი საკონფერენციო თემა

კონფერენციის ფოტომასალა

===============================================

ჩვენი პრეზენტაცია



четверг, 24 июля 2014 г.

მენტორ მასწავლებლებსა და მაძიებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

 

19 ივლისი , 2014 
მასწავლებელთა სახლში  2013 -2014 წელს მაძიებლობის სახელმწიფო პროგრამაში 123 მენტორი და 283 მაძიებელი იყო ჩართული, რომელთაც სერტიფიკატები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გადასცა. მათ შორის მე და ჩემს მაძიებლებს...

ფოტოალბომი

пятница, 11 июля 2014 г.

წიგნის პრეზენტაციაზე...

ა.წ. თებერვალში მასწავლებლის სახლში გაიმართა "მასწავლებლის წიგნის" პირველი ნომრის პრეზენტაცია. ის  წარმოადგენს წლის მანძილზე ჟურნალ "მასწავლებელში" და ინტერტეგაზეთ "მასწავლებელში" გამოქვეყნებული საუკეთესო სტატიების კრებულს.
პრეზენტაციაზე მიწვეული იყვნენ თბილისისა და რუსთავის პედაგოგები, რომელთა შორის წილად მხვდა ბედნიერება, მეც ვყოფილიყავ.
პრეზენტაციის გახსნას დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

ფოტოზე წიგნის ერთ–ერთი ავტორი,  ფსიქოლოგი მარინე ჯაფარიძე და მე.



                                    მასწავლებლის წიგნის პირველი ნომერი



воскресенье, 6 июля 2014 г.

მენტორებისა და მაძიებლების კონფერენცია

03 ივლისი , 2014
 მასწავლებლელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით მენტორებებისა და მაძიებლებლების საქმინობისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა თბილისში, სასტომრო "ბაზალეთში".  კონფერენციაში მოქმედი მენტორები, მაძიებლები, სკოლის დირექტორები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე იმსჯელეს, ისეთ, მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:
  • მაძიებლის სტანდარტი;
  • მაძიებლის საქმინობის შეფასება მენტორის მიერ;
  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა და მენტორის საქმიანობა;

    კონფერენციის ფარგლებში, ასევე, განხილული იქნა მაძიებლის სტანდარტის სამუშაო ვერსია და მაძიებლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები.

    მაძიებლობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია რიგი ცვლილებები, რომლებიც ორნეტირებულია პროგრამის ფარგლების გაზრდაზე, მაძიებლის საქმიანობის ეფექტინობის შეფასებასა და მენტორის როლის გაზრდაზე მასწავლებლობის მაძიებლისა და დამწყები მასწავლებლის ხელშეწყობის მიმართულებით.