среда, 22 января 2014 г.

ძველისძველი ტრენინგი სამეურვეო საბჭოების შესახებ

 "სამეურვეო საბჭოების ეფექტიანობის გაზრდის შესახებ"...

ეს ძალიან ძველი ტრენინგია, უკვე მერამდენე წელია, რაც გავიარე აღარ მახსოვს. მასალა შენახული მქონდა. საჭიროდ ჩავთვალე – ესეც დამედო გვერდზე.





საქართველოს მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია – 2013 წ.





ეს გახლავთ ჩემს მიერ წარდგენილი თემა საქართველოს მასწავლებელთა პირველ ეროვნულ კონფერენციაზე:
"ისტ–ი ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში"
იგივე თემა სლაიდების სახით წარმოდგენილი:
"ისტ–ი ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში."










დღის წესრიგი
   


 

ფოტომასალა იხილეთ აქ.

კონფერენციის ანგარიში:

    

კონფერენციის ვიდეოჩანაწერი
და ჩემი კომენტარი: "


ინტელის სასწავლო კურსის ტრენინგები..

ეს ტრენინგი ნოემბერ–დეკემბრის თვეში ჩატარდა. დავრეგისტრირდი ინტერნეტით, რადგან ინფორმაცია გაავრცელა ჩემთვის ძალიან საყვარელმა ტრენერმა ხათუნა ციხელაშვილმა. იმის გამო, რომ ხათუნას კარგად ვიცნობ იმედი მქონდა –  ტრენინგიც ძალიან საინტერესო იქნებოდა და მართლაც ასე აღმოჩნდა..
ტრენერმა ფეისბუქში თავისი ტრენინგის მონაწილეთათვის შექმნა ჯგუფი  Intelxatuta , რომლის საშუალებით ჩვენ ტრენინგის შემდეგაც ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან.




ჩემი სერტიფიკატი


ინტელის სასწავლო კურსის ჩემი მასალები იხილეთ აქ.


ტრენინგის ანგარიში



"ადამიანი გაჭირვებაში"

ნოემბრის თვეში გავიარე ტრენინგი "სწავლება დოკუმენტური ფილმების მეშვეობით". ტრენინგი ჩატარდა "ერთი მსოფლიოს" პროექტის ფარგლებში. ტრენინგებს ატარებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი გაჭირვებაში". ორგანიზაციამ სკოლებს უფასოდ გადასცა თითო ეგზემპლარი სახელმძღვანელო და ასევე დისკი შესაბამისი ფილმებით. 
   გადავწყვიტე, გამოცდილება გამეზიარებინა კოლეგებისთვის და მოვემზადე მთელი ამბით. დავგეგმე გაკვეთილი, მოვიძიე მასალები, მოვიწვიე კოლეგები და ჩავატარე ღია გაკვეთილი.  საჩვენებელ გაკვეთილს დაესწრო  სასწავლო ნაწილი – ქ–ნი ა. დუგლაძე, ჩემი 2 მაძიებელი მენტორ-მაძიებლობის პროგრამიდან – თინიკო მაისურაძე  და მაია შუკაკიძე და პროექტის კოორდინატორი – ირინა მელქაძე–გელაშვილი. 

ტრენინგის დღის გეგმა


ტრენინგის მსვლელობის პერიოდი ძალიან საინტერესო იყო. ბევრი ახალი პედაგოგი გავიცანი ქვემო ქართლის რეგიონიდან.
 ტრენინგზე მუშაობის პროცესის ფოტოგალერეა



 ტრენინგის სერტიფიკატი.


ჩატარებული გაკვეთილის კადრები:
გაკვეთილის გეგმა იხილეთ აქ.





ტრენინგის ანგარიში 








მენტორებისა და მაძიებლების კონფერენცია

2013 წ. 17 ოქტომბერს თბილისში დიდუბე–პლაზაში ჩარატდა კონფერენცია თემაზე: " მენტორის პროფესიული სტანდარტი, სადაც მონაწილეობა მივიღეთ მენტორებმა და მაძიებლებმა ერთად.

კონფერენციის დღის წესრიგი

მუშაობის პროცესი



  ჩემი კოლეგა–მენტორი რუსთავიდან ხათუნა ყოჩაშვილი        
მე დიდუბე–პლაზაში, კონფერენციის გახსნამდე.











ჩემი კოლეგა მენტორები და მე, ჩვენს კოორდინატორ ეკა მამაცაშვილთან ერთად.



კონფერენციის ანგარიში





კონფერენცია მენტორებისა და მაძიებლებისათვის...

როგორც სერტიფიცირებულ მასწავლებელს უფლება მომეცა 2012/2013 წ.წ. ჩავრთულიყავი  მასწავლებელთა სახლის   მიერ ორგანიზებულ  "მენტორ–მაძიებლობის"  პროგრამაში. 2013 წ. 24–27 ივნისს ჩატარდა კონფერენცია მენტორებისა და მაძიებლებისათვის, თემაზე: "მენტორ–მაძიებლობის ინსტიტუტის განვითარება საქართველოში".  არ დამავიწყდება  2–დღიანი გასვლითი  ტური  ბაზალეთის სასტუმრო–კომპლექსში, რომელიც უხვად იყო დატვირთული საინტერესო სამუშაოებით  და დასასვენებელი დროის პერიოდით... იმდენად მიმზიდველი და საინტერესო იყო, რომ ერთ–ერთმა ჩვენმა კოლეგამ ამ სიამოვნებას "სამოთხის ორი დღე" უწოდა...

დაბინავება სასტუმროში...



ერთ–ერთი შესვენების დროს..


ჩვენი კოორდინატორი ეკა მამაცაშვილი


 
მე და ჩემი მაძიებელი...


კონფერენციის დღის წესრიგი












პროგრამის ფლაერი  (1-2 გვერდი)
      

კონფერენციის ანგარიში



სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი


2013 წლის 11 მაისს მონაწილეობა მივიღე სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმში.

მასალები იხილეთ აქ.


ტრენინგი "დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება"

ტრენინგზე: "დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება"

ეს ტრენინგი შარშან გავიარე. ძველია. ვნანობ, რომ თავიდანვე არ დავალაგე ყველაფერი ადგილზე, თუმცა არა უშავს. როგორც ნათქვამია, "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"...